MOVÈA-ს შესახებ

MOVÈA შეიქმნა ერთი მარტივი იდეით: სამოსი, რომელშიც მოძრაობა, არ უნდა ნიშნავდეს ნაკლებად დახვეწილად ჩაცმას.

ჩვენი კოლექციები აქტიურ სამოსს უფრო დახვეწილი ხედვით ქმნის, აერთიანებს კომფორტს, ფუნქციურობასა და გააზრებულ სილუეტებს თანამედროვე ესთეტიკასთან, რომელიც სავარჯიშო სივრცის ფარგლებს ბუნებრივად სცდება.

გვინდა, MOVÈA იყოს ის სამოსი, რომელსაც ვარჯიშისთვის ირჩევ, მაგრამ ვარჯიშის შემდეგაც სიამოვნებით აგრძელებ ტარებას.

კლასიკურ პიჯაკთან, გრძელ პალტოსთან, დახვეწილ აქსესუარებთან თუ შენს საყვარელ ყოველდღიურ სამოსთან ერთად, MOVÈA შექმნილია იმისთვის, რომ ბუნებრივად გახდეს პრემიუმ გარდერობის ნაწილი, თანამედროვე, მოწესრიგებული და დახვეწილი.

რადგან აქტიური ცხოვრების წესი არ უნდა ნიშნავდეს სტილზე უარის თქმას.

ჩვენთვის „დახვეწილობა მოძრაობაში“ ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როცა შენი დღე მუდმივ მოძრაობაში გადის, შეგიძლია თავი თავდაჯერებულად, მოწესრიგებულად და ელეგანტურად იგრძნო.

ეს არის მაღალი ხარისხის ქსოვილები, რომლებიც სხეულზე სასიამოვნოდ იგრძნობა; სილუეტები, რომლებიც მოძრაობისთვის არის შექმნილი და ფორმებს ლამაზად წარმოაჩენს; გააზრებული დეტალები და სამოსი, რომელიც თავისუფლად გადაგყვება ვარჯიშიდან მოგზაურობაში, შეხვედრაზე, ყავაზე თუ ყოველდღიურ საქმეებში.

ჩვენ ვქმნით აქტიურ სამოსს ქალებისთვის, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ და ამ მოძრაობაშიც სურთ საკუთარ სტილსა და ინდივიდუალობას არ დაშორდნენ.

MOVÈA-ს ისტორია

MOVÈA-ს დამფუძნებელია ეკატერინე ქვარცხავა.

მოძრაობა ეკას ცხოვრების ნაწილი ყოველთვის იყო. ყოფილი ქართველი მოცეკვავე, ის დღესაც აქტიურად მისდევს ცურვას, იოგასა და ფუნქციურ ვარჯიშს. დუბაიში ოც წელზე მეტი ცხოვრების გამოცდილებასთან, საერთაშორისო მარკეტინგისა და Luxury Brand Management-ის ცოდნასთან ერთად, სწორედ ეს გახდა MOVÈA-ს ხედვის საფუძველი, მოძრაობა უფრო დახვეწილი, ამაღლებული პერსპექტივით.

ამ იდეიდან დაიბადა MOVÈA, აქტიური სამოსი, რომელიც ფუნქციურობასა და კომფორტს პრემიუმ, თანამედროვე ესთეტიკასთან აერთიანებს.

არა უბრალოდ სავარჯიშო ტანსაცმელი, არამედ სამოსი თანამედროვე ქალის მთელი დღის რიტმისთვის.

ოთხი განსხვავებული ხედვა

MOVÈA-ს ხედვას ოთხი ქართველი ქალი აყალიბებს, სხვადასხვა თაობიდან, განსხვავებული ცხოვრების წესით და მოძრაობისა და სტილის საკუთარი აღქმით.

ეკა ბრენდში აერთიანებს მოძრაობის გამოცდილებას, საერთაშორისო ხედვასა და დახვეწილი ცხოვრების სტილის მიმართულებას.

ქეთი, ხუთი შვილის დედა, ბიზნესისა და საერთაშორისო მარკეტინგის გამოცდილებით, MOVÈA-ში დატვირთული ყოველდღიური ცხოვრების რეალურ პერსპექტივა შემოაქვს. მისთვის მოძრაობა არის დრო საკუთარი თავისთვის, შესაძლებლობა აღიდგინოს ენერგია, იპოვოს ბალანსი და ცოტა ხნით გამოეთიშოს ყოველდღიურ პასუხისმგებლობებს. მისი ხედვა გვეხმარება, MOVÈA ყოველთვის ორიენტირებული იყოს კომფორტზე, მრავალფუნქციურობასა და იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ქალები რეალურად საკუთარ სამოსში.

ნატალია, ყოფილი საერთაშორისო მოდელი და დღეს უკვე პროდიუსერი, ბრენდში მოდისა და წარმოების გამოცდილება შემოაქვს. სტილის, პროპორციებისა და ვიზუალური კულტურის ცოდნა გვეხმარება, MOVÈA მხოლოდ ტრადიციული სპორტული სამოსის ჩარჩოში არ დარჩეს და ყოველთვის შეინარჩუნოს მოდური ხასიათი.

ლიზა, MOVÈA-ს ყველაზე ახალგაზრდა ხმა, ყოფილი საქართველოს ნაკრების ტანმოვარჯიშეა და დღეს ქართულ ცეკვაში აგრძელებს განვითარებას „სუხიშვილებთან“. მას ბრენდში ახალი თაობის ენერგიას, სტილის ინტუიციასა და თანამედროვე ხედვას შემოაქვს.

სხვადასხვა თაობა. განსხვავებული ცხოვრების რიტმი. მოძრაობის სხვადასხვა ფორმა.

ერთად ეს ხედვები საშუალებას გვაძლევს, MOVÈA-ს თითოეულ ნივთს რამდენიმე კუთხით შევხედოთ, როგორ მოძრაობს, როგორ იგრძნობა სხეულზე, როგორ წარმოაჩენს ფორმებს და როგორ შეგიძლია მისი ტარება მას შემდეგ, რაც ვარჯიში დასრულებულია.

შექმნილია მოძრაობისთვის, შექმნილი იმისთვის, რომ თავი უფრო დახვეწილად იგრძნო.

ჩვენი მიზანი უბრალოდ მეტი სავარჯიშო ტანსაცმლის შექმნა არ არის. გვინდა შევქმნათ გარდერობი მოძრაობისთვის:

  • სამოსი, რომელშიც შეგიძლია ივარჯიშო.
  • სამოსი, რომელშიც შეგიძლია იმოგზაურო.
  • სამოსი, რომელიც თავისუფლად შეგიძლია შეუხამო შენს გარდერობში არსებულ ყველაზე დახვეწილ ნივთებს.
  • და სამოსი, რომელსაც ისევ და ისევ აირჩევ, რადგან მასში თავს კომფორტულად, თავდაჯერებულად დამოწესრიგებულად გრძნობ.

ეს არის MOVÈA.

დახვეწილობა მოძრაობაში.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ

ჩვენი მიზანია შეძენის პროცესი პირადი და კომფორტული იყოს. ჩვენი გუნდი სიამოვნებით დაგეხმარებათ, შეარჩიო MOVÈA-ს ის მოდელი, რომელშიც თავს თავდაჯერებულად იგრძნობ.