მომსახურების პირობები

მოგესალმებით შპს მოვეა ლაიფსტაილ-ში.

წინამდებარე ვებგვერდსა და ონლაინ მაღაზიას მართავს შპს მოვეა ლაიფსტაილ, საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომლის ბიზნესის საიდენტიფიკაციო ნომერია 045872417.

წინამდებარე მომსახურების პირობებში ტერმინები „შპს მოვეა ლაიფსტაილ“, „ჩვენ“, „ჩვენი“ და „ჩვენს“ აღნიშნავს შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს.

Movea Lifestyle LLC მართავს აღნიშნულ ვებგვერდსა და ონლაინ მაღაზიას, მათ შორის თქვენთვის შეთავაზებულ ყველა შესაბამის ინფორმაციას, კონტენტს, ფუნქციას, ხელსაწყოს, პროდუქტსა და მომსახურებას (ერთობლივად  -„სერვისები“). ჩვენი ონლაინ მაღაზია ფუნქციონირებს Shopify-ის პლატფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული კომერციის ინფრასტრუქტურას და საშუალებას გვაძლევს,  შემოგთავაზოთ ჩვენი სერვისები.

წინამდებარე მომსახურების პირობები, მათში მითითებულ წესებთან და პოლიტიკასთან ერთად, განსაზღვრავს თქვენს უფლებებსა და პასუხისმგებლობებს ჩვენი სერვისების გამოყენებისა და ჩვენგან პროდუქციის შეძენისას.

გთხოვთ, ვებგვერდის გამოყენებამდე ან შეკვეთის განთავსებამდე,ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს .

წინამდებარე პირობების არცერთი დებულება არ გამორიცხავს, ზღუდავს ან აკნინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით, მომხმარებლებისთვის გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს.

ჩვენს სერვისების მოხმარებით, მათთან ურთიერთქმედებით ან მათი გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებსა და ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს ან ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, არ  გამოიყენოთ სერვისები.

წვდომა და ანგარიში

სერვისების გამოყენებით ან შეკვეთის განთავსებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ მოქმედი კანონმდებლობით ხელშეკრულების დასადებად საჭირო სამართლებრივი ქმედუნარიანობა.

სერვისებზე წვდომისას ან მათი გამოყენებისას შესაძლოა მოგეთხოვოთ გარკვეული ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის თქვენი სახელი, ელ-ფოსტის მისამართი, ანგარიშსწორების ინფორმაცია, გადახდის ინფორმაცია და მიწოდების ინფორმაცია.

თქვენ თანხმდებით, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება ზუსტი, აქტუალური და სრული და რომ თქვენ გაქვთ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების უფლება.

თუ შექმნით ანგარიშს, თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის მონაცემების სიზუსტეზე, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვაზე და თქვენი ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ საქმიანობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა სხვაგვარად ითვალისწინებს.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ანგარიშზე განხორციელდა არაავტორიზებული წვდომა ან  გამოყენებული იქნა თქვენი ნებართვის გარეშე, შეგვატყობინეთ აღნიშნულის შესახებ.

ჩვენი პროდუქტები

შპს მოვეა ლაიფსტაილ გონივრულ ძალისხმევას მიმართავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის აღწერილობები, ფოტოები, სპეციფიკაციები, ზომების შესახებ ინფორმაცია და სხვა მონაცემები იყოს ზუსტი.

თუმცა, პროდუქტის ფერი და ვიზუალური გარეგნობა შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს იმ მოწყობილობის, ეკრანის პარამეტრების ან ეკრანის ტიპის მიხედვით, რომლის მეშვეობითაც თქვენ ვებგვერდს ათვალიერებთ.

ასეთი მცირე ვიზუალური განსხვავებები არ ზღუდავს და არ მოქმედებს მომხმარებლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებზე.

შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის მიერ მიწოდებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების პირობებს და საქართველოს მოქმედი მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს.

თუ საქონელი დეფექტიანია ან არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, მომხმარებელს უფლება აქვს გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და სამართლებრივი დაცვის საშუალებები.

პროდუქტების აღწერილობები, ხელმისაწვდომობა და კოლექციები ექვემდებარება პერიოდულ განახლებას. ჩვენ შეიძლება შევწყვიტოთ გარკვეული პროდუქტების გაყიდვა ან შევზღუდოთ მათი რაოდენობა, როდესაც ეს გონივრულად აუცილებელია, მათ შორის ხელმისაწვდომობის, მარაგის შეზღუდვის ან სამართლებრივი მოთხოვნების გამო.

ასეთი ცვლილებები გავლენას არ მოახდენს უკვე მიღებულ შეკვეთებზე, გარდა კანონით მოთხოვნილი შემთხვევებისა.

შეკვეთები

როდესაც ჩვენს ვებგვერდზე შეკვეთას განათავსებთ, თქვენ ანთავსებთ მოთხოვნას შერჩეული პროდუქტების შესაძენად.

შეკვეთა სავალდებულოა მას შემდეგ, რაც შპს მოვეა ლაიფსტაილ მიიღებს შეკვეთას და გამოგიგზავნით შეკვეთის დადასტურებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, კანონიერი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, უარი ვთქვათ შეკვეთაზე ან გავაუქმოთ იგი, მათ შორის პროდუქტის მიუწვდომლობის, თაღლითობის საფუძვლიანი ეჭვის, გადახდის წარუმატებლობის, ფასის ან პროდუქტის შესახებ ინფორმაციის აშკარა შეცდომების, მიწოდების შეზღუდვების ან სამართლებრივი ან/და მარეგულირებელი მოთხოვნების გამო.

თუ გადახდის მიღების შემდეგ უარს ვიტყვით შეკვეთაზე ან გავაუქმებთ მას, ამის შესახებ შეგატყობინებთ თქვენს შეკვეთასთან დაკავშირებული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით და დაგიბრუნებთ შესაბამის თანხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გთხოვთ, შეკვეთის გაგზავნამდე ყურადღებით გადაამოწმოთ მისი დეტალები.

შეკვეთის გაუქმების ან შეწყვეტის შესაძლებლობა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობითა და ჩვენი თანხის დაბრუნების პოლიტიკით.

დისტანციურად დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში, მომხმარებელს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, აქვს 14 კალენდარული დღის განმავლობაში ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული უფლება. დამატებითი ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული უფლების, დაბრუნების, თანხის ანაზღაურებისა და შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის მიერ შეთავაზებული დამატებითი ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლებების შესახებ მოცემულია ჩვენს თანხის დაბრუნების პოლიტიკაში.

წინამდებარე პირობების ან ჩვენი თანხის დაბრუნების პოლიტიკის არცერთი დებულება არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლისთვის გათვალისწინებულ სავალდებულო უფლებებს.

ფასები და ანგარიშსწორება

პროდუქტების ფასები, ფასდაკლებები და აქციები შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს.

თქვენს შესყიდვაზე მოქმედი ფასი იქნება შეკვეთის განთავსების დროს ვებგვერდზე ნაჩვენები ფასი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

შეკვეთის გაგზავნამდე მოგაწვდით ინფორმაციას გადასახდელი მთლიანი თანხის შესახებ, მათ შორის მოქმედი გადასახადებისა და მიწოდების საფასურის შესახებ, როდესაც მათი წინასწარ გონივრულად გამოთვლა შესაძლებელია.

საერთაშორისო შეკვეთებზე შესაძლოა გავრცელდეს დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადები, იმპორტის გადასახადები ან სხვა მოსაკრებლები. თუ ასეთი გადასახადები შეკვეთის გაფორმებისას ნაჩვენებ ფასში არ შედის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი გადახდა შესაძლოა ცალკე დაეკისროს მომხმარებელს.

სარეკლამო შეთავაზებებს შესაძლოა ჰქონდეს ცალკე პირობები. როდესაც კონკრეტულ აქციაზე სპეციალური პირობები მოქმედებს, შესაბამისი ინფორმაცია მოგეწოდებათ აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით.

თქვენ თანხმდებით, რომ მოგვაწვდით ზუსტ და სრულ გადახდისა და ანგარიშსწორების ინფორმაციას.

გადახდის ინფორმაციის წარდგენით თქვენ ადასტურებთ, რომ  ხართ უფლებამოსილი აღნიშნული გადახდის მეთოდის გამოყენებაზე.

გადახდები შესაძლოა დამუშავდეს მესამე მხარის, გადახდის მომსახურების მიმწოდებლების მიერ. მათი მხრიდან პერსონალური ინფორმაციის დამუშავება დამატებით განხილულია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

მიწოდება და ჩაბარება

ჩვენს ვებგვერდზე მითითებული მიწოდების ვადები არის სავარაუდო, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული.

შპს მოვეა ლაიფსტაილ მიიღებს გონივრულ ზომებს შეკვეთების მითითებულ ვადაში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიწოდების უზრუნველსაყოფად.

შეფერხებები ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვენ  კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული გარემოებებით, მათ შორის გადამზიდავის შეფერხებით, საბაჟო პროცედურებით, ამინდის პირობებით ან სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენებით. როდესაც შეფერხება არსებით გავლენას ახდენს თქვენს შეკვეთაზე, თქვენი უფლებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებას ახორციელებს შპს მოვეა ლაიფსტაილ ან ის ხორციელდება ჩვენს მიერ გამოყენებული ან შემოთავაზებული გადამზიდავის მეშვეობით, საქონლის შემთხვევითი დაკარგვის ან დაზიანების რისკი რჩება შპს მოვეა ლაიფსტაილ-ზე მანამ, სანამ მომხმარებელი ან მომხმარებლის მიერ მითითებული მესამე პირი, გარდა გადამზიდავისა, ფიზიკურად არ ჩაიბარებს საქონელს.

თუ მომხმარებელი დამოუკიდებლად დაიქირავებს ისეთ გადამზიდავს საქონლის გადასატანად, რომელიც Movea Lifestyle LLC-ის მიერ არ ყოფილა შეთავაზებული, რისკი გადადის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ მომენტში, როდესაც საქონელი გადაეცემა აღნიშნულ გადამზიდავს.

წინამდებარე ნაწილი არ ზღუდავს ან  აკნინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მომხმარებლისთვის გათვალისწინებულ სავალდებულო უფლებებსა და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს.

ინტელექტუალური საკუთრება

სერვისები, მათ შორის ვებგვერდის დიზაინი, სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, ბრენდის ელემენტები, ტექსტი, ფოტოები, პროდუქტის გამოსახულებები, გრაფიკული მასალა, ვიდეოები, აუდიომასალა და სხვა კონტენტი, ეკუთვნის შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს ან შესაბამის უფლებამოსილ მფლობელებს ან მათგან არის ლიცენზირებული და დაცულია მოქმედი ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობით.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებგვერდი და მისი კონტენტი პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის.

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ან შპს მოვეა ლაიფსტაილ წერილობით უფლებამოსილებას გასცემს, თქვენ არ გაქვთ უფლება, დააკოპიროთ და გაამრავლოთ კონტენტის მასალა, გაავრცელოთ, შეცვალოთ, ხელახლა გამოაქვეყნოთ, გამოიყენოთ კომერციული ან სხვა მიზნებისთვის.

წინამდებარე პირობების არცერთი დებულება არ გაძლევთ შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის, Shopify-ის ან მესამე მხარის კუთვნილ ინტელექტუალურ საკუთრებაზე საკუთრების უფლებას ან ლიცენზიას, გარდა იმ შეზღუდული მოცულობისა, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული წინამდებარე პირობებით.

შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის საკუთრებაში არსებული სახელები, ლოგოები, დიზაინები და ბრენდის სხვა ელემენტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ნებართვის გარეშე.

Shopify-ის სავაჭრო ნიშნები და სხვა ინტელექტუალური საკუთრება რჩება Shopify-ის ან მისი ლიცენზიანტების საკუთრებად.

არასავალდებულო ხელსაწყოები და მესამე მხარის სერვისები

ვებ-გვერდზე არსებულმა სერვისებმა შესაძლოა მოგცეთ წვდომა მესამე მხარის მიერ მოწოდებულ ხელსაწყოებზე, აპლიკაციებზე ან სერვისებზე.

ასეთი მესამე მხარის სერვისები შესაძლოა რეგულირდებოდეს შესაბამისი, მესამე მხარის მიერ მოწოდებული ცალკე პირობებითა და კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

შპს მოვეა ლაიფსტაილ არ არის პასუხისმგებელი დამოუკიდებელი მესამე მხარის სერვისების ფუნქციონირებაზე და ვერ იძლევა მათი უწყვეტი ხელმისაწვდომობის გარანტიას.

ასეთი სერვისების გამოყენების გადაწყვეტილების მიღებამდე უმჯობესია გაეცნოთ შესაბამისი მესამე მხარის პირობებს.

წინამდებარე ნაწილის არცერთი დებულება არ გამორიცხავს ან ზღუდავს ისეთ პასუხისმგებლობას ან მომხმარებლის უფლებას, რომლის გამორიცხვა ან შეზღუდვა კანონით დაუშვებელია.

ჩვენ შესაძლოა დროდადრო დავამატოთ ახალი ფუნქციები, ხელსაწყოები ან სერვისები.  ასეთი ფუნქციების გამოყენება, შეძლებისდაგვარად, დაექვემდებარება წინამდებარე პირობებსა და თქვენთვის მიწოდებულ ნებისმიერ დამატებით პირობებს.

მესამე მხარის ბმულები

ჩვენი სერვისები შესაძლოა შეიცავდეს მესამე მხარის მიერ ოპერირებულ ვებგვერდებზე ან სერვისებზე გადასასვლელ ბმულებს.

ასეთი ბმულები შესაძლოა მიწოდებულ იქნეს მოხერხებულობისთვის ან გამოყენებული საინფორმაციო მიზნებისთვის. შპს მოვეა ლაიფსტაილ არ არის პასუხისმგებელი დამოუკიდებელი მესამე მხარის ვებგვერდებზე და მათ კონტენტზე, სიზუსტეზე, ხელმისაწვდომობაზე ან კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.

თუ გადაწყვეტთ მესამე მხარის ვებგვერდზე გადასვლას, უნდა გაეცნოთ იმ ვებგვერდზე მოქმედ პირობებსა და პოლიტიკებს.

თქვენსა და დამოუკიდებელ მესამე პირს შორის უშუალოდ დადებული გარიგებები რეგულირდება აღნიშნულ მესამე მხარესთან განხორციელებულ შესაბამის გარიგებაზე მოქმედი პირობებით.

წინამდებარე ნაწილი არ ზღუდავს შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის  პასუხისმგებლობას, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Shopify-თან ურთიერთობა

შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის მიერ ოპერირებული ონლაინ მაღაზია ფუნქციონირებს Shopify-ის პლატფორმაზე.

Shopify უზრუნველყოფს ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირებისთვის გამოყენებულ ტექნოლოგიასა და ელექტრონული კომერციის ინფრასტრუქტურას. 

ამ ონლაინ მაღაზიიდან პროდუქციის შეძენის ნებისმიერი ხელშეკრულება იდება უშუალოდ თქვენსა და შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს შორის.

შპს მოვეა ლაიფსტაილ რჩება პასუხისმგებელი თავისი, როგორც მოვაჭრის ან გამყიდველის, ვალდებულებების შესრულებაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წინამდებარე ნაწილის არცერთი დებულება არ ზღუდავს მომხმარებლისთვის Movea Lifestyle LLC-ის მიმართ საქართველოს მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ  უფლებებს.

გამოხმაურება

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ნებაყოფლობით მოგვაწვდის შპს ლაიფსტაილ-ის შეფასებებს, ფოტოებს, წინადადებებს, კომენტარებს, იდეებს ან სხვა სახის გამოხმაურებას („გამოხმაურება“), იგი ადასტურებს, რომ აქვს აღნიშნულის მოწოდების უფლება.

თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, თქვენ ანიჭებთ შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს არაექსკლუზიურ, მსოფლიო მასშტაბით მოქმედ, ჰონორარისგან თავისუფალ ლიცენზიას, გამოიყენოს, გაამრავლოს და გამოაქვეყნოს ასეთი გამოხმაურება, ჩვენი სერვისების ფუნქციონირების, გაუმჯობესების ან პოპულარიზაციისთვის.

ეს ლიცენზია არ გადასცემს თქვენს გამოხმაურებაზე საკუთრების უფლებას Movea Lifestyle LLC-ს.

თქვენ არ უნდა მოგვაწოდოთ ისეთი გამოხმაურება, რომელიც არღვევს სხვა პირის უფლებებს, შეიცავს უკანონო კონტენტს, მავნე ან განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.

ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ გამოხმაურება, როდესაც ეს გონივრულად აუცილებელია, მათ შორის მაშინ, როდესაც ის არღვევს მოქმედ კანონმდებლობას, წინამდებარე პირობებს ან სხვა პირების უფლებებს.

წინამდებარე ნაწილის არცერთი დებულება არ მოქმედებს მონაცემთა დაცვის ან ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებულ უფლებებზე.

შეცდომები, უზუსტობები და გამოტოვებები

ჩვენ გონივრულ ძალისხმევას  ვდებთ, რათა ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია იყოს ზუსტი.

ზოგჯერ  პროდუქტის აღწერილობებთან, ფასებთან, აქციებთან, მიწოდების საფასურთან, ხელმისაწვდომობასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს ბეჭდვით შეცდომებს, უზუსტობებს ან გამოტოვებებს.

შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს შეუძლია ასეთი შეცდომების გამოსწორება და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის განახლება, როდესაც ეს გონივრულად აუცილებელია.

თუ აშკარა შეცდომა გამოვლინდება შეკვეთის მიღებამდე, ჩვენ შეგვიძლია შევასწოროთ ინფორმაცია შეკვეთის მიღებამდე.

თუ არსებითი შეცდომა გამოვლინდება შეკვეთის მიღების შემდეგ, ამის შესახებ შეგატყობინებთ და საკითხს მოვაგვარებთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წინამდებარე ნაწილის არცერთი დებულება არ აძლევს შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს უფლებას,  შეზღუდოს მომხმარებლის კანონიერი უფლება.

აკრძალული გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისები მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის.

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ სერვისები:

  • უკანონო ან თაღლითური მიზნებისთვის;

  • მოქმედი კანონებისა და რეგულაციების დასარღვევადშეუსაბამოდ;

  • შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის ან სხვა პირის ინტელექტუალური საკუთრების ან სხვა სამართლებრივი უფლებების დასარღვევად;

  • სხვა პირის შევიწროების, მუქარის, შეურაცხყოფის ან დაზიანების მიზნით;

  • ყალბი, თაღლითური ან არსებითად შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადასაცემად;

  • მავნე პროგრამების, ვირუსების ან მავნე კოდის გასავრცელებლად;

  • არასანქცირებული სპამის ან უკანონო სარეკლამო კომუნიკაციების გასაგზავნად;

  • სხვა პირის ან ორგანიზაციის სახელის უკანონოდ მითვისების მიზნით;

  • სხვა პირების პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ შესაგროვებლად ან დასამუშავებლად;

  • სერვისების უსაფრთხოებასა და სათანადო ფუნქციონირებაში ჩარევის მიზნით; ან

  • სერვისების დაცვისთვის შექმნილი ტექნიკური ან უსაფრთხოების ზომების გვერდის ავლის მიზნით.

სერვისებზე ავტომატური წვდომა, მონაცემების სკრეიპინგი ან მონაცემების ამოღება დაუშვებელია იქ, სადაც ეს კანონით აკრძალულია ან როდესაც ასეთი მოქმედება არსებითად ხელს უშლის ან საფრთხეს უქმნის სერვისების უსაფრთხოებას ან სათანადო ფუნქციონირებას.

შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს შეუძლია, გონივრულ ფარგლებში, შეზღუდოს ან შეაჩეროს წვდომა, როდესაც ეს აუცილებელია სერვისების დასაცავად, კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად ან წინამდებარე პირობების არსებით დარღვევაზე რეაგირებისთვის.

ასეთი მოქმედება განხორციელდება მომხმარებლის კანონიერი უფლებების შეულახავად.

ავტომატიზებული აგენტები

წინამდებარე ნაწილი ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფა ან ავტომატიზებული ან ნახევრად ავტომატიზებული სისტემა („აგენტი“) პირის ან ორგანიზაციის სახელით აქვს წვდომა სერვისებზე ან ურთიერთქმედებს მათთან.

აგენტები ვალდებული არიან დაიცვან მოქმედი კანონმდებლობა, წინამდებარე პირობები და სერვისების უსაფრთხოებისა და სათანადო ფუნქციონირების დასაცავად გამოყენებული გონივრული ტექნიკური ზომები.

აგენტმა არ უნდა:

  • დამალოს თავისი ავტომატიზებული ბუნება, როდესაც მისი გამჟღავნება მოთხოვნილია;

  • გვერდი აუაროს უსაფრთხოების ზომებს ან წვდომის შეზღუდვებს;

  • ხელი შეუშალოს სერვისების ფუნქციონირებას ან უსაფრთხოებას;

  • უკანონოდ შეაგროვოს პერსონალური ინფორმაცია ან დაცული კონტენტი; ან

  • შევიდეს სერვისებზე მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული ფორმით.

შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს შეუძლია გამოიყენოს გონივრული ტექნიკური ზომები ბოროტად გამოყენების, უკანონო ან მავნე ავტომატიზებული წვდომის თავიდან ასაცილებლად.

შეწყვეტა და შეჩერება

შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს შეუძლია შეაჩეროს ან შეწყვიტოს სერვისებზე წვდომა მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევებში, მათ შორის, როდესაც მომხმარებელი არსებითად არღვევს წინამდებარე პირობებს, ახორციელებს უკანონო საქმიანობას, ცდილობს თაღლითობას ან ქმნის უსაფრთხოების რისკს.

სადაც ეს შესაბამისი და გონივრულად შესაძლებელი იქნება, შეჩერებამდე ან შეწყვეტამდე შესაძლოა წინასწარ შეგატყობინოთ.

ვებგვერდზე წვდომის შეწყვეტა ან შეჩერება გავლენას არ ახდენს უკვე დადებული გარიგებიდან ან ხელშეკრულებებიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე, მათ შორის მომხმარებლის კანონიერ უფლებებზე.

შეწყვეტამდე კანონიერად გადასახდელი ნებისმიერი თანხა კვლავ ექვემდებარება გადახდას.

დებულებები, რომლებიც თავისი ბუნებით უნდა გაგრძელდეს პირობების შეწყვეტის შემდეგ, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების, გარანტიების და მომხმარებელთა უფლებების, პასუხისმგებლობის შეზღუდვის, დებულებების განცალკევებადობისა და მოქმედი სამართლის შესახებ დებულებები, საჭიროების შემთხვევაში კვლავ მოქმედებს.

წინამდებარე ნაწილის არცერთი დებულება არ ზღუდავს ან არ აკნინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მომხმარებლისთვის გათვალისწინებულ კანონიერ უფლებებს.

გარანტიები და მომხმარებელთა უფლებები

შპს მოვეა ლაიფსტაილ იღებს გონივრულ ზომებს, რათა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია და სერვისები იყოს ზუსტი და ხელმისაწვდომი.

თუმცა, ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებგვერდზე წვდომა ყოველთვის უწყვეტი, შეცდომებისგან თავისუფალი ან დროებითი ტექნიკური პრობლემებისგან თავისუფალი იქნება.

ვებგვერდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ეს შეზღუდვები არ ვრცელდება და არ გამორიცხავს ან ზღუდავს მომხმარებლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებს შპს მოვეა ლაიფსტაილ-ისგან შეძენილ საქონელთან დაკავშირებით.

შპს მოვეა ლაიფსტაილ პასუხისმგებელია  მომხმარებლებისთვის მიწოდებული საქონელის  ხელშეკრულების პირობებსთა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებან შესაბამისობაზე.

თუ საქონელი დეფექტურიანია ან არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და სამართლებრივი დაცვის საშუალებები, მათ შორის, შესაბამის შემთხვევებში, უფასოდ მოითხოვოს შეკეთება ან შეცვლა, მოითხოვოს შესყიდვის ფასის შესაბამისი შემცირება ან შეწყვიტოს ხელშეკრულება.

წინამდებარე პირობების არცერთი დებულება არ გამორიცხავს, ზღუდავს ან აკნინებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით, გათვალისწინებულ ისეთ გარანტიას, ვალდებულებას, უფლებას ან სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რომლის გამორიცხვა ან შეზღუდვა კანონით დაუშვებელია.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, შპს მოვეა ლაიფსტაილ არ არის პასუხისმგებელი ზიანზე, რომელიც არ იყო წინასწარ განჭვრეტადი და რომელიც წარმოადგენს კანონდარღვევის შედეგს და რომელიც გამოწვეულია მისი გონივრული კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული გარემოებებით.

წინამდებარე პირობების არცერთი დებულება არ გამორიცხავს ან ზღუდავს შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის ისეთ პასუხისმგებლობას, რომლის გამორიცხვა ან შეზღუდვა კანონით დაუშვებელია.

 სერვისების არასწორად გამოყენებაზე პასუხისმგებლობა

მომხმარებელი პასუხისმგებელია პირდაპირ ზიანზე, რომელიც შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს  მიადგა მისი მხრიდან სერვისების უკანონოდ გამოყენების ან წინამდებარე პირობების არსებითი დარღვევის შედეგად, კანონის მოქმედების ფარგლებში.

წინამდებარე ნაწილი არ გულისხმობს მომხმარებლის ვალდებულებას, შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც გამოწვეულია თავად შპს მოვეა ლაიფსტსაილ-ის, მისი მომსახურების მიმწოდებლების მოქმედებით ან ისეთი გარემოებებით, რომლებზეც მომხმარებელი კანონით პასუხისმგებელი არ არის.

წინამდებარე ნაწილის არცერთი დებულება არ გამორიცხავს, ზღუდავს ან გადააქვს პასუხისმგებლობა მოქმედი  კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.

დებულებების განცალკევებადობა

თუ წინამდებარე პირობების რომელიმე დებულება აღმოჩნდება უკანონო, ბათილი ან აღუსრულებელი, აღნიშნული დებულება გამოიყენება მხოლოდ კანონით ნებადართულ მაქსიმალურ ფარგლებში.

საჭიროების შემთხვევაში, ბათილი ან აღუსრულებელი ნაწილი განიხილება წინამდებარე პირობებისგან განცალკევებულად, დანარჩენი დებულებებზე გავლენის გარეშე.

თუ სავალდებულო მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობა სხვა შედეგს მოითხოვს, უპირატესობა მიენიჭება შესაბამის სავალდებულო სამართლებრივ ნორმას.

უფლებაზე უარის თქმა და სრული შეთანხმება

თუ შპს მოვეალ ლაიფსტაილ-ი დაუყოვნებლივ არ განახორციელებს ან არ აღასრულებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ უფლებას, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ უფლებაზე უარი ითქვა.

წინამდებარე პირობები, შესაბამისი პოლიტიკებისა და ინფორმაციის ჩათვლით, წარმოადგენს იმ პირობებს, რომლებიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ სერვისების გამოყენებასა და ჩვენი ონლაინ მაღაზიიდან შესყიდვებს.

წინამდებარე პირობების არცერთი დებულება არ გამორიცხავს იმ განცხადებებს, ინფორმაციას, უფლებებს ან ვალდებულებებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების ნაწილია.

თუ წინამდებარე პირობების რომელიმე დებულება ეწინააღმდეგება  მომხმარებელთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონს, უპირატესობა მიენიჭება სავალდებულო სამართლებრივ ნორმას.

უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა

მომხმარებელს არ შეუძლია სახელშეკრულებო უფლებებისა და ვალდებულებების სხვა პირისთვის გადაცემა, თუ ასეთი გადაცემა აკრძალულია კანონით ან არსებითად იმოქმედებს ხელშეკრულების შესრულებაზე, გარდა ჩვენი თანხმობის არსებობისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა სხვაგვარად ითვალისწინებს.

შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს შეუძლია თავისი უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა კანონიერ ბიზნეს-ტრანსფერთან, რესტრუქტურიზაციასთან ან მსგავს გარიგებასთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ ასეთი გადაცემა არ შეამცირებს ან უარყოფითად არ იმოქმედებს მოქმედი კანონმდებლობით მომხმარებლის კანონიერ უფლებებზე.

წინამდებარე ნაწილის არცერთი დებულება არ ზღუდავს ისეთ გადაცემას ან უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემის შემთხვევას, რომლის განხორციელებაც მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულოა.

მოქმედი სამართალი

წინამდებარე მომსახურების პირობები და შპს მოვეა ლაიფსტაილ-თან სერვისების მეშვეობით დადებული გარეიგებები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად.

წინამდებარე ნაწილი არ ართმევს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობით ან მომხმარებლისთვის მოქმედი სხვა  კანონმდებლობით გათვალისწინებულ მომხმარებელთა დაცვის  უფლებებსა და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს.

მომსახურების პირობებში ცვლილებები

წინამდებარე მომსახურების პირობების მიმდინარე ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ამავე გვერდზე.

შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს შეუძლია დროდადრო განაახლოს წინამდებარე პირობები, როდესაც ეს გონივრულად აუცილებელია, მათ შორის ჩვენი სერვისების, ბიზნესსაქმიანობის ან მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებების ასახვის მიზნით.

თუ ცვლილება არსებითია და მოქმედი კანონმდებლობა შეტყობინებას მოითხოვს, ჩვენ მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას.

წინამდებარე პირობებში ცვლილებები,  გავრცელდება მომავალ პერიოდზე და არ გააუქმებს ან შეზღუდავს ცვლილების ძალაში შესვლამდე დადებულ გარიგებებთან ან ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ უფლებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას კანონი მოითხოვს ან მომხმარებელთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პირდაპირ არის შეთანხმებული.

განახლებული ვერსიის ძალაში შესვლის შემდეგ სერვისების გამოყენება დაექვემდებარება განახლებულ პირობებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი კანონიერი უფლების შეულახავად.

საკონტაქტო ინფორმაცია

წინამდებარე მომსახურების პირობებთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

შპს მოვეა ლაიფსტაილ
საიდენტიფიკაციო ნომერი: 045872417
რეგისტრირებული მისამართი: ძმები კარბელაშვილების ქ. 8, დიღომი, თბილისი 0159, საქართველო
ელ-ფოსტა: info@movealifestyle.com
ტელეფონი: +995 599 292 454
ვებგვერდი: www.movealifestyle.com