კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 24 აგვისტო
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს, აზიარებს, გადასცემს ან/და სხვაგვარად ამუშავებს შპს მოვეა ლაიფსტაილი („Movea Lifestyle LLC“, „ჩვენ“, „ჩვენი“) პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ სტუმრობთ www.movealifestyle.com, ქმნით ანგარიშს, განათავსებთ შეკვეთას, ეთანხმებით მარკეტინგულ კომუნიკაციებს, გვიკავშირდებით ან სხვაგვარად იყენებთ ჩვენს ვებგვერდსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს („სერვისები“).
შპს მოვეა ლაიფსტაილ არის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი მონაცემთა დამმუშავებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სხვა მომსახურების მიმწოდებელი დამოუკიდებლად მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.
ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის არცერთი დებულება არ ზღუდავს იმ უფლებებს, რომლებიც თქვენთვის მოქმედი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით არის მონიჭებული.
1. მონაცემთა დამმუშავებელი
თქვენს პერსონალურ მონაცემებზე პასუხისმგებელი მონაცემთა დამმუშავებელია:
შპს მოვეა ლაიფსტაილ
საიდენტიფიკაციო ნომერი: 045872417
რეგისტრირებული მისამართი: ძმები კარბელაშვილების ქ. 8, დიღომი, თბილისი 0159, საქართველო
ელ-ფოსტა: info@movealifestyle.com
ტელეფონი: +995 599 292 454
ვებგვერდი: www.movealifestyle.com
თქვენს პერსონალურ მონაცემებთან, კონფიდენციალურობის უფლებებთან ან წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მისამართზე info@movealifestyle.com.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებთ ჩვენს სერვისებს, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და დავამუშაოთ პერსონალური მონაცემების შემდეგი კატეგორიები:
საკონტაქტო და საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
ეს შეიძლება მოიცავდეს:
- თქვენს სახელსა და გვარს;
- ელ-ფოსტის მისამართს;
- ტელეფონის ნომერს;
- ანგარიშსწორების მისამართს;
- მიწოდების მისამართს; და
- თქვენს მიერ ნებაყოფლობით მოწოდებულ სხვა საკონტაქტო ინფორმაციას.
შეკვეთისა და ტრანზაქციის ინფორმაცია
ეს შეიძლება მოიცავდეს:
- ნანახ, შეკვეთილ ან შეძენილ პროდუქტებს;
- შეკვეთის ნომერს;
- შესყიდვების ისტორიას;
- კალათის ინფორმაციას;
- დაბრუნებებს, გაცვლებსა და თანხის დაბრუნებებს;
- მიწოდების ინფორმაციას;
- ტრანზაქციისა და გადახდის სტატუსს; და
- თქვენს შეკვეთასთან დაკავშირებულ კომუნიკაციას.
გადახდის ინფორმაცია
ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით განხორციელებული გადახდები შეიძლება დამუშავდეს UniPay-ის და შესაბამისი საბანკო, საგადახდო ბარათისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის მეშვეობით.
გადახდასთან დაკავშირებული დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს:
- ტრანზაქციის თანხას;
- გადახდის მეთოდს;
- ტრანზაქციის მითითებას/რეფერენსს;
- გადახდის დადასტურებას;
- გადახდის სტატუსს; და
- ტრანზაქციის ავტორიზაციისა და დასრულებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას.
იმ შემთხვევაში, როდესაც საბანკო ბარათის მონაცემები პირდაპირ შეჰყავს გადახდის პროვაიდერის დაცულ საგადახდო გარემოში, შპს მოვეა ლაიფსტაილი როგორც წესი, არ იღებს ან ინახავს თქვენი საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს.
მომხმარებლის ანგარიშის ინფორმაცია
თუ თქვენ ქმნით მომხმარებლის ანგარიშს, ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ:
- თქვენი სახელი;
- ელფოსტის მისამართი;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- შესვლისა და ანგარიშის ინფორმაცია;
- ანგარიშის პარამეტრები; და
- შეკვეთების ისტორია.
ჩვენთან კომუნიკაცია
ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით, როდესაც გვიკავშირდებით:
- ელფოსტის საშუალებით;
- ვებგვერდის საკონტაქტო ფორმებით;
- ტელეფონით;
- სოციალური მედიის საშუალებით;
- მომხმარებელთა მომსახურების არხებით; ან
- კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.
მოწყობილობისა და ტექნიკური ინფორმაცია
როდესაც სტუმრობთ ან იყენებთ ჩვენს ვებგვერდს, გარკვეული ტექნიკური ინფორმაცია შეიძლება ავტომატურად შეგროვდეს, მათ შორის:
- IP მისამართი;
- ბრაუზერის ტიპი;
- მოწყობილობის ტიპი;
- ოპერაციული სისტემა;
- ქსელის ინფორმაცია;
- მონახულებული გვერდები;
- ვებგვერდთან ურთიერთქმედების ინფორმაცია;
- წვდომის თარიღი და დრო; და
- ქუქი-ფაილები ან მსგავსი იდენტიფიკატორები.
მარკეტინგული ინფორმაცია
თუ ნებაყოფლობით ეთანხმებით მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებას, ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ:
- თქვენი სახელი, თუ ის მოგვაწოდეთ;
- ელ-ფოსტის მისამართი;
- მარკეტინგული პრეფერენციები;
- თანხმობის მიღების თარიღი და მეთოდი;
- თქვენი თანხმობის ჩანაწერები; და
- თანხმობის გაუქმებასთან ან გამოწერის გაუქმების მოთხოვნებთან დაკავშირებული ჩანაწერები.
3. პერსონალური მონაცემების წყაროები
ჩვენ შეიძლება მივიღოთ პერსონალური მონაცემები შემდეგი წყაროებიდან:
- უშუალოდ თქვენგან, როდესაც განათავსებთ შეკვეთას, შექმნით ანგარიშს, გამოიწერთ მარკეტინგულ კომუნიკაციებს, დაგვიკავშირდებით ან სხვაგვარად მოგვაწვდით ინფორმაციას;
- ავტომატურად ჩვენი ვებგვერდისა და ქუქი-ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით;
- Shopify-ისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირებას და გვთავაზობს მომხმარებელთა ანგარიშების, შეკვეთების, მარკეტინგული გამოწერებისა და ელფოსტით მარკეტინგის მართვის ფუნქციებს;
- UniPay-ისგან, როდესაც ეს აუცილებელია გადახდის დამუშავებასა და ტრანზაქციის დადასტურებასთან დაკავშირებით;
- Rush.ge-სგან, ჩვენი საკურიერო და მიწოდების მომსახურების მიმწოდებლისგან, როდესაც ეს აუცილებელია თქვენი შეკვეთის შესასრულებლად, თვალყურის დევნებისთვის ან სამართავად;
- GoDaddy-სგან, სადაც რეგისტრირებულია ჩვენი დომენი და იმართება ბიზნეს-ელფოსტის მომსახურება;
- შესაბამისი ბანკებისგან, საგადახდო ქსელებისა და ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებიც მონაწილეობენ ტრანზაქციების დამუშავებაში;
- ჩვენი სახელით მოქმედი ტექნიკური და პროფესიული მომსახურების მიმწოდებლებისგან; და
- სხვა კანონიერ წყაროებიდან, სადაც ეს მოქმედი კანონმდებლობით არის ნებადართული.
4. დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები
შპს მოვეა ლაიფსტაილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
მიზნისა და გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ შეიძლება დავეყრდნოთ შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს.
ხელშეკრულების შესრულება ან ხელშეკრულების დადებამდე განხორციელებული მოქმედებები
ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც ეს აუცილებელია:
- თქვენი შეკვეთის დადამუშავებისა და შესრულების მიზნით;
- გადახდის დამუშავებისა და დადასტურების მიზნით;
- მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით;
- თქვენს შეკვეთასთან დაკავშირებით თქვენთან კომუნიკაციის მიზნით;
- შეკვეთისა და მიწოდების სტატუსის განახლების მიზნით;
- დაბრუნებების, გაცვლებისა და თანხის დაბრუნებების მიზნით;
- მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით;
- მომხმარებელთა ანგარიშების ადმინისტრირებისა; და
- თქვენ წინაშე ჩვენი სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულების მიზნით.
სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება
ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ და შევინახოთ პერსონალური მონაცემები, როდესაც ეს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის:
- ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნების;
- საგადასახადო მოთხოვნების;
- მომხმარებელთა დაცვის ვალდებულებების;
- მარეგულირებელი მოთხოვნების;
- თაღლითობის პრევენციის ვალდებულებების;
- ჩანაწერების შენახვის ვალდებულებების; და
- კომპეტენტური ორგანოების კანონიერი მოთხოვნების შესასრულების მიზნით.
კანონიერი ინტერესები
თუ ეს ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით და თქვენი უფლებები და ინტერესები არ აღემატება/წონის აღნიშნულ ინტერესებს, ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ პერსონალური მონაცემები, როდესაც ეს გონივრულად აუცილებელია:
- ჩვენი ვებგვერდის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და დასაცავად;
- თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების გამოვლენის ან პრევენციისთვის;
- ჩვენი ბიზნესისა და მომხმარებლების დასაცავად;
- ეფექტური მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;
- შესაბამისი ბიზნეს-ჩანაწერების შესანარჩუნებლად;
- სამართლებრივი მოთხოვნების დასადგენად, განსახორციელებლად ან დასაცავად;
- ჩვენი ვებგვერდის მუშაობის შესაფასებლად; და
- ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად.
აღნიშნულ შემთხვევაში თუ, დამუშავება ეფუძნება კანონიერ ინტერესებს, ჩვენ გავითვალისწინებთ ასეთი დამუშავების გავლენას თქვენს უფლებებსა და თავისუფლებებზე.
თანხმობა
როდესაც დამუშავებისთვის საჭიროა თქვენი თანხმობა, შესაბამისი დამუშავების განხორციელებამდე მოვითხოვთ თქვენს თანხმობას.
აღნიშნული ეხება პირდაპირ მარკეტინგულ კომუნიკაციებს, რომლებსაც ვაგზავნით მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ.
თანხმობა ნებაყოფლობითია და მისი გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
თანხმობის გაუქმება გავლენას არ ახდენს იმ დამუშავების კანონიერებაზე, რომელიც განხორციელდა თანხმობის გაუქმებამდე.
5. შეკვეთები და მომხმარებელთა მომსახურება
როდესაც თქვენ განათავსებთ შეკვეთას, შპს მოვეა ლაიფსტაილ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რათა:
- დაადასტუროს და დაამუშაოს თქვენი შეკვეთა;
- მიიღოს ან დაადასტუროს გადახდა;
- მოამზადოს და შეასრულოს შეკვეთა;
- მოგაწოდოთ პროდუქცია/სერვისი;
- მოგაწოდოთ შეკვეთისა და მიწოდების შესახებ განახლებული ინფორმაცია;
- დაამუშაოს პროდუქციის, თანხის დაბრუნება ან გაცვლა;
- უპასუხოს მომხმარებელთა შეკითხვებს; და
- შეასრულოს მოქმედი სამართლებრივი და ბუღალტრული ვალდებულებები.
გარკვეული პერსონალური მონაცემები, მათ შორის: თქვენი სახელი, მიწოდების მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და შესაბამისი გადახდის ინფორმაცია, აუცილებელია თქვენთან ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად და შესასრულებლად.
თუ თქვენ არ მოგვაწვდით შეკვეთის დასამუშავებლად აუცილებელ ინფორმაციას, შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენი შეკვეთის შესრულება.
6. გადახდები
შპს მოვეა ლაიფსტაილი გადახდის დამუშავების მიზნით იყენებს UniPay-ს.
ონლაინ მაღაზიაში გადახდისას, ტრანზაქციის დამუშავების მიზნით საჭირო ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირს და დამუშავდეს:
- UniPay-ის მიერ;
- შესაბამისი ბანკების მიერ;
- საგადახდო ბარათების ქსელების მიერ;
- ფინანსური ინსტიტუტების მიერ; და
- სხვა მხარეების მიერ, რომლებიც აუცილებელია გადახდის ავტორიზაციისთვის, უსაფრთხოებისა და დასრულებისთვის.
- აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ტრანზაქციის დეტალებს, გადახდის თანხას, ტრანზაქციის მითითებას/რეფერენსს, გადახდის სტატუსს და გადახდასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
გადახდის პროვაიდერებმა შეიძლება დაამუშაონ გარკვეული პერსონალური მონაცემები საკუთარი სამართლებრივი ვალდებულებებისა და მოქმედი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
შპს მოვეა ლაიფსტაილ აზიარებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც გონივრულად აუცილებელია:
- გადახდების დასამუშავებლად;
- ტრანზაქციების დასადასტურებლად;
- თაღლითობის თავიდან ასაცილებლად;
- თანხის დასაბრუნებლად; და
- გადახდასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
7. მიწოდება და საკურიერო მომსახურება
შპს მოვეა ლაიფსტაილ საკურიერო და მიწოდების მომსახურების მიზნით იყენებს Rush.ge-ს.
თქვენი შეკვეთის მიწოდების ორგანიზების, შესრულების, ე.წ "თრექინგ"-ის და მართვის მიზნით, ჩვენ შეიძლება Rush.ge-ს მივაწოდოთ მიწოდებისთვის გონივრულად აუცილებელი პერსონალური მონაცემები, მათ შორის:
- თქვენი სახელი და გვარი;
- მიწოდების მისამართი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელფოსტის მისამართი, როდესაც ეს აუცილებელია;
- შეკვეთის ან გზავნილის მითითება/რეფერენსი; და
- შეკვეთის მიწოდებისთვის ან მიწოდებასთან დაკავშირებული , გონივრულად აუცილებელი, სხვა ინფორმაცია.
ეს ინფორმაცია გაზიარებულია შემდეგი მიზნებისთვის:
- თქვენთან ჩვენი ხელშეკრულების შესრულება;
- პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა;
- თქვენი შეკვეთის მიწოდება;
- მიწოდების ან თვალყურის დევნების შესახებ განახლებების მოწოდება; და
- მიწოდებასთან დაკავშირებული შეკითხვების მოგვარება.
შპს მოვეა ლაიფსტაილ Rush.ge-ს აწვდის მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გონივრულად აუცილებელია საკურიერო და მიწოდების მომსახურებისთვის.
Rush.ge-მ მიწოდებასთან დაკავშირებით მიღებული პერსონალური მონაცემები შეიძლება დაამუშაოს მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი შესაბამისი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
8. Shopify
ჩვენი ვებგვერდი და ონლაინ მაღაზია განთავსებულია და ფუნქციონირებს Shopify-ის ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
Shopify უზრუნველყოფს ელექტრონული კომერციის ტექნოლოგიასა და ინფრასტრუქტურას, რომელიც შპს მოვეა ლაიფსტაილ საშუალებას აძლევს მართოს ონლაინ მაღაზია, მათ შორის შემდეგი ფუნქციები:
- ვებგვერდის ჰოსტინგი;
- ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირება;
- მომხმარებელთა ანგარიშები;
- შეკვეთის გაფორმება და გადახდის პროცესი;
- შეკვეთების მართვა;
- მაღაზიის უსაფრთხოება;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- მარკეტინგული გამოწერების მართვა;
- ელ-ფოსტი/პირდაპირი მარკეტინგი და მარკეტინგულ პრეფერენციებ ისა და თანხმობის მართვა; და
- ელექტრონული კომერციის სხვა მომსახურებები.
შპს მოვეა ლაიფსტაილ შეიძლება იყენებდეს Shopify-ის მარკეტინგისა და ელ-ფოსტის ფუნქციებს საინფორმაციო შეტყობინებების, ახალი პროდუქტების, აქციებისა და სხვა მარკეტინგული ინფორმაციის გასაგზავნად იმ მომხმარებლებისთვის, რომლებმაც შესაბამისი თანხმობა განაცხადეს.
შესაბამისად, გარკვეული პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს ან დამუშავდეს Shopify-ისა და მისი უფლებამოსილი მომსახურების მიმწოდებლების მიერ.
იმ შემთხვევაში, როდესაც Shopify პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის სახელით, ასეთი დამუშავება ხორციელდება იმ მომსახურებებთან მიმართებით, რომლებსაც Shopify ჩვენ გვაწვდის.
გარკვეულ შემთხვევებში Shopify-მ შეიძლება პერსონალური მონაცემები დაამუშაოს საკუთარი მიზნებისთვის, როგორც დამოუკიდებელმა მონაცემთა დამმუშავებელმა, საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
ვინაიდან Shopify საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს, Shopify-ის გამოყენება შეიძლება მოიცავდეს პერსონალური მონაცემების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამუშავებას ან შენახვას. საერთაშორისო გადაცემები დამატებით განხილულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე-13 ნაწილში.
9. პირდაპირი მარკეტინგი და ელფოსტით კომუნიკაციები
შპს მოვეა ლაიფსტაილ შეიძლება იყენებდეს Shopify-ის ელ-ფოსტის მარკეტინგისა და მარკეტინგული გამოწერების ფუნქციებს მარკეტინგული კომუნიკაციებისა და მომხმარებელთა მარკეტინგული პრეფერენციების სამართავად.
შპს მოვეა ლაიფსტაილ თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგისთვის გამოიყენებს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ.
მარკეტინგულ კომუნიკაციებზე გამოწერა ნებაყოფლობითია.
თქვენ არ ხართ ვალდებული დაეთანხმოთ მარკეტინგული ტყობინების მიღებას იმისათვის, რომ განათავსოთ შეკვეთა ან შეიძინოთ ჩვენი პროდუქცია.
თუ ჩვენს ვებგვერდზე გამოიწერთ მარკეტინგულ შეტყობინებებს, Shopify-მა შეიძლება ჩაიწეროს და დაამუშაოს გამოწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის თქვენი ელ-ფოსტის მისამართი, მარკეტინგული პრეფერენცია, თანხმობის სტატუსი და გამოწერის სამართავად საჭირო ინფორმაცია.
თანხმობის მიღებამდე თქვენ გეცნობებათ, რომ:
- თანხმობის გაცემა ნებაყოფლობითია;
- თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს;
- თანხმობის გაუქმება უფასოა; და
- თანხმობის გაუქმება გავლენას არ მოახდენს იმ დამუშავების კანონიერებაზე, რომელიც განხორციელდა თანხმობის გაუქმებამდე.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ მარკეტინგული შეტყობინებები, რომლებიც ეხება:
- ახალ პროდუქტებს;
- ახალ კოლექციებს;
- პროდუქტის გაშვებას;
- აქციებს;
- სპეციალურ შეთავაზებებს;
- ღონისძიებებს;
- ბრენდის შესახებ სიახლეებს; და
- შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის სხვა განახლებებს.
მარკეტინგულ კომუნიკაციების შეტყობინებებზე თანხმობის გაუქმება
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ მარკეტინგული თანხმობა:
- მარკეტინგულ ელ-ფოსტაში მოცემულ გამოწერის გაუქმების (unsubscribe) ბმულზე დაჭერით; ან
- ჩვენთან მისამართზე info@movealifestyle.com მოწერით.
თანხმობის გაუქმება მარტივი და უფასოა.
თანხმობის გაუქმების შემდეგ, ჩვენ შევწყვეტთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებას შესაბამისი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილ ვადაში.
მარკეტინგული შეტყობინებების გამოწერის გაუქმება ხელს არ უშლის შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს, გამოგიგზავნოთ აუცილებელი არამარკეტინგული შეტყობინებები, რომლებიც დაკავშირებულია:
- თქვენს შეკვეთებთან;
- გადახდებთან;
- მიწოდებასთან;
- თანხის დაბრუნებასთან;
- დაბრუნებებთან;
- მომხმარებელთა ანგარიშებთან;
- უსაფრთხოების საკითხებთან; ან
- სხვა სახელშეკრულებო ან კანონით მოთხოვნილ კომუნიკაციებთან.
10. cookie-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები
ჩვენმა ვებგვერდმა და Shopify-მა შეიძლება გამოიყენონ ე.წ. cookie ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები:
- ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის;
- შეკვეთის გაფორმებისა და სხვა აუცილებელი ფუნქციების უზრუნველსაყოფად;
- უსაფრთხოების შესანარჩუნებლად;
- პრეფერენციების დასამახსოვრებლად;
- ვებგვერდის მუშაობის შესაფასებლად;
- ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად; და
- ვებგვერდის სხვა ფუნქციების უზრუნველსაყოფად.
გარკვეული ფაილები შეიძლება აუცილებელი იყოს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისთვის.
იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს თანხმობას არააუცილებელი cookie ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებამდე, ჩვენ მივიღებთ შესაბამის თანხმობას.
თქვენ ასევე შეგიძლიათ cookie ფაილების მართვა:
- თქვენი ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით; ან
- ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი cookie პარამეტრების მართვის ინსტრუმენტის მეშვეობით.
გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული cookie ფაილების გათიშვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვებგვერდის ფუნქციონირებაზე.
11. პერსონალური მონაცემების გაზიარება
შპს მოვეა ლაიფსტაილ შეიძლება აზიარებდეს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც ეს გონივრულად აუცილებელია და არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
მიმღებები შეიძლება იყვნენ:
- Shopify, რომელიც უზრუნველყოფს ვებგვერდის ჰოსტინგს, ელექტრონული კომერციის ინფრასტრუქტურას, ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირებას, მარკეტინგული შეტყობინებების მართვასა და ელ-ფოსტით მარკეტინგულ ფუნქციებს;
- UniPay, რომელიც უზრუნველყოფს გადახდის დამუშავების მომსახურებას;
- Rush.ge, რომელიც უზრუნველყოფს საკურიერო და მიწოდების მომსახურებას;
- GoDaddy, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი დომენის რეგისტრაციისა და ბიზნეს ელ-ფოსტის მომსახურებებს;
- ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები, საბარათო ქსელები და გადახდაში მონაწილე სხვა მხარეები, რომლებიც აუცილებელია ტრანზაქციების ავტორიზაციისა და დასრულებისთვის;
- IT, ღრუბლოვანი, კიბერუსაფრთხოების, ვებგვერდისა და ტექნიკური მომსახურების მიმწოდებლები, როდესაც ეს გონივრულად აუცილებელია ჩვენი სერვისების ფუნქციონირებისა და დაცვისთვის;
- ბუღალტრები, აუდიტორები, იურისტები და სხვა პროფესიული მრჩევლები, როდესაც ეს აუცილებელია;
- სახელმწიფო, მარეგულირებელი, სასამართლო ან სამართალდამცავი ორგანოები, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილი ან ნებადართულია; და
- სხვა ორგანიზაცია კანონიერ კორპორაციულ გარიგებასთან დაკავშირებით, როგორიცაა რესტრუქტურიზაცია, შერწყმა, შესყიდვა, გაყიდვა ან ბიზნესის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემა, მონაცემთა დაცვის მოქმედი მოთხოვნების გათვალისწინებით.
მიწოდების მიზნით Rush.ge-სთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს თქვენს სახელს, მიწოდების მისამართს, ტელეფონის ნომერს, საჭიროების შემთხვევაში ელფოსტის მისამართს და შეკვეთის ან გზავნილის ინფორმაციას.
UniPay-სა და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტებისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს გადახდის ავტორიზაციისთვის, დამუშავებისთვის, დადასტურებისთვის ან თანხის დასაბრუნებლად გონივრულად აუცილებელ ინფორმაციას.
იმ შემთხვევაში, როდესაც მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის გამოიყენება Shopify, მან შეიძლება დაამუშაოს თქვენი ელ-ფოსტის მისამართი, მარკეტინგული გამოწერის სტატუსი, თანხმობის ინფორმაციის, პრეფერენციების და აღნიშნული კომუნიკაციების გაგზავნისა და მართვისთვის საჭირო ინფორმაცია.
როდესაც შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს უკავშირდებით ჩვენი ბიზნეს ელ-ფოსტის მისამართზე, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია და ელ-ფოსტის შინაარსი შეიძლება დამუშავდეს GoDaddy-სთან დაკავშირებული ელ-ფოსტის მომსახურების მეშვებოთ.
ჩვენ მომსახურების მიმწოდებლებს არ ვაწვდით იმაზე მეტ პერსონალურ მონაცემს, ვიდრე შესაბამისი მიზნისთვის გონივრულად არის აუცილებელი.
როდესაც მომსახურების მიმწოდებელი პერსონალურ მონაცემებს შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის სახელით ამუშავებს, ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი დამუშავება განხორციელდება შესაბამისი მიზნით და შესაბამისი სახელშეკრულებო და სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად.
როდესაც მესამე მხარე მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი მონაცემთა დამმუშავებელი, შესაძლოა ასევე, გავრცელდეს მისი საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ვალდებულებები.
12. მესამე მხარის ვებგვერდები და სოციალური მედია
ჩვენი ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ვებგვერდის, სერვისების ან სოციალური მედიის პლატფორმის ბმულებს.
როდესაც ტოვებთ ჩვენს ვებ გვერდს და იყენებთ მესამე მხარის სერვისს, აღნიშნულმა მესამე მხარემ შეიძლება დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და პირობების შესაბამისად.
შპს მოვეა ლაიფსტაილ არ აკონტროლებს და არ იღებს პასუხისმგებლობას დამოუკიდებელი მესამე მხარის კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
ჩვენ გირჩევთ, პერსონალური მონაცემების მიწოდებამდე გაეცნოთ შესაბამისი მესამე მხარის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
13. პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემა
ვინაიდან შპს მოვეა ლაიფსტაილ იყენებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ და მომსახურების მიმწოდებლებს, მათ შორის Shopify-სა და GoDaddy-ს, გარკვეული პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაიგზავნოს, შეინახოს, ხელმისაწვდომი გახდეს ან სხვაგვარად დამუშავდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
შპს მოვეა ლაიფსტაილ პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გადასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი გადაცემა ნებადართულია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით და სხვა მოქმედი კანონმდებლობით.
საჭიროების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემებისა და მონაცემთა სუბიექტების უფლებების დასაცავად გამოყენებული იქნება შესაბამისი გარანტიები.
გარემოებების მიხედვით, საერთაშორისო გადაცემა შეიძლება ეფუძნებოდეს:
- მონაცემთა დაცვის შესაბამისი გარანტიების არსებობას;
- იმ სახელმწიფოს, როგორც შესაბამისი დაცვის დონის მქონე ქვეყნის, აღიარებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებას;
- შესაბამის სახელშეკრულებო გარანტიებს;
- მონაცემთა სუბიექტის მოქმედ თანხმობას, როდესაც კანონიერად შესაძლებელია მასზე დაყრდნობა;
- ხელშეკრულების შესრულების მიზნით აუცილებლობას, როდესაც ეს კანონით ნებადართულია; ან
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აღიარებულ საერთაშორისო გადაცემის სხვა სამართლებრივ საფუძველს.
შპს მოვეა ლაიფსტაილ იღებს გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს საერთაშორისო მასშტაბით გადაცემული პერსონალური მონაცემების დასაცავად.
თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საერთაშორისო გადაცემების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
14. მონაცემთა შენახვა
შპს მოვეა ლაიფსტაილ პერსონალურ მონაცემებს ინახავს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რაც გონივრულად არის აუცილებელი იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც მონაცემები შეგროვდა, და მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილი ვადების განმავლობაში.
შენახვის ვადა შეიძლება დამოკიდებული იყოს:
- პერსონალური მონაცემების ტიპსა და ბუნებაზე;
- დამუშავების მიზანზე;
- თქვენთან ჩვენი ურთიერთობის ხანგრძლივობაზე;
- შეკვეთისა და ტრანზაქციების ისტორიაზე;
- ბუღალტრულ და საგადასახადო ვალდებულებებზე;
- მომხმარებელთა დაცვის ვალდებულებებზე;
- თაღლითობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებზე;
- შესაძლო ან არსებულ სამართლებრივ მოთხოვნებზე; და
- მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებულ სხვა მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებზე.
როდესაც პერსონალური მონაცემები აღარ არის საჭირო და აღარ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მათი შემდგომი დამუშავებისთვის, შპს მოვეა ლაიფსტაილ წაშლის, გაანადგურებს, მიანიჭებს ანონიმურობას ან სხვაგვარად შეწყვეტს მონაცემების დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მარკეტინგულ თანხმობასა და მის გაუქმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები შეიძლება შენარჩუნდეს, როდესაც ეს აუცილებელია სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად.
15. მონაცემთა უსაფრთხოება
შპს მოვეა ლაიფსტასილ იღებს გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალური მონაცემების დაცვას:
- არასანქცირებული წვდომისგან;
- უკანონო გამჟღავნებისგან;
- შემთხვევითი დაკარგვისგან;
- უკანონო განადგურებისგან;
- ცვლილებისგან;
- ბოროტად გამოყენებისგან; და
- სხვა არასანქცირებული ან უკანონო დამუშავებისგან.
ჩვენ ასევე, ვიყენებთ მომსახურების მიმწოდებლებს, მათ შორის Shopify-ს, UniPay-ს და სხვა შესაბამის მიმწოდებლებს, რომლებიც თავადაც იყენებენ უსაფრთხოების ზომებს.
არცერთი ელექტრონული სისტემა ან მონაცემთა გადაცემის მეთოდი არ შეიძლება იყოს სრულად უსაფრთხო.
თუ ადგილი ექნება პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დარღვევის ინციდენტს, შპს მოვეა ლაიფსტაილი მიიღებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს ან დაზარალებული პირების ინფორმირების კუთხით.
16. პერსონალურ მონაცემეთა დაცვის უფლებები
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და გამონაკლისების გათვალისწინებით, თქვენი უფლებები მოიცავს:
- მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და რა სახით ხდება მათი დამუშავება;
- მიიღოთ თქვენს შესახებ არსებული პერსონალური მონაცემებზე წვდომა;
- მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი, სადაც ეს შესაძლებელია;
- მოითხოვოთ არაზუსტი ან არასრული მონაცემების შესწორება, განახლება ან შევსება;
- მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, სადაც ეს კანონით არის გათვალისწინებული;
- მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების წაშლა ან განადგურება, სადაც ეს კანონით არის გათვალისწინებული;
- მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დაბლოკვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- მიიღოთ ან მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების გადაცემა, როდესაც კანონით დადგენილი პირობები არსებობს;
- ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა, როდესაც დამუშავება ეფუძნება თანხმობას;
- გააუქმოთ თანხმობა პირდაპირ მარკეტინგზე;
- გააპროტესტოთ ან მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა;
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების მიმღებების შესახებ;
- მიიღოთ ინფორმაცია საერთაშორისო გადაცემების შესახებ, სადაც ეს შესაძლებელია; და
- განახორციელოთ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული ნებისმიერი სხვა უფლება.
აღნიშნული უფლებები ექვემდებარება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და გამონაკლისებს.
გარკვეულ შემთხვევებში შპს მოვეა ლაიფსტაილ-ს შეიძლება ჰქონდეს უფლება ან ვალდებულება, გააგრძელოს პერსონალური მონაცემების დამუშავება მონაცემთა წაშლის, დამუშავების შეწყვეტის ან შეზღუდვის მოთხოვნის შემდეგაც, მაგალითად: როდესაც მონაცემთა შენახვა კანონით არის მოთხოვნილი ან აუცილებელია სამართლებრივი მოთხოვნების დასადგენად, განსახორციელებლად ან დასაცავად.
მონაცემთა დაცვის შესახებ მოთხოვნის შესრულებამდე ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი ვინაობის დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია.
თქვენი უფლებების გამოყენება/განხორციელების მიზნით დაგვიკავშირდით:
შპს მოვეა ლაიფსტაილ უპასუხებს თქვენს მოთხოვნას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში.
17. საჩივრები
თუ თქვენ გაქვთ კითხვები ან საჩივარი შპს მოვეა ლაიფსტაილ-ის მიერ თქვენი პერსონალურ იმონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ჩვენ განვიხილავთ და ვუპასუხებთ თქვენს მოთხოვნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თქვენ ასევე, გაქვთ უფლება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის თარიღისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ფუნქციებს საქართველოში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
ეს არ ზღუდავს თქვენს უფლებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოთ ადმინისტრაციულ, სასამართლო ან დაცვის სხვა საშუალებებს.
18. ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
შპს მოვეა ლაიფსტაილ-მა შეიძლება პერიოდულად განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებების ასახვის მიზნით:
- ჩვენი ბიზნესსაქმიანობა;
- ჩვენი სერვისები;
- ჩვენ მიერ გამოყენებული მომსახურების მიმწოდებლები;
- გადახდის ან მიწოდების მომსახურების მიმწოდებლები;
- ჩვენი მონაცემთა დამუშავების საქმიანობა;
- მოქმედი ტექნოლოგიები; ან
- სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნები.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მოქმედი ვერსია გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე და განახლდება „ბოლო განახლების“ თარიღი.
თუ მოქმედი კანონმდებლობა არსებით ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებითი შეტყობინების ან თანხმობის მიღებას მოითხოვს, ჩვენ მოგაწვდით შესაბამის შეტყობინებას ან მივიღებთ შესაბამის თანხმობას.
19. საკონტაქტო ინფორმაცია
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან, პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული შეკითხვების ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების განსახორციელებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
შპს მოვეა ლაიფსტაილ
საიდენტიფიკაციო ნომერი: 045872417
რეგისტრირებული მისამართი: ძმები კარბელაშვილების ქ. 8, დიღომი, თბილისი 0159, საქართველო
ელ-ფოსტა: info@movealifestyle.com
ტელეფონი: +995 599 292 454
ვებგვერდი: www.movealifestyle.com